მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომხმარებელი მიეჩვევა გადახდას, კომპანია კი ქსელს განაახლებს - სემეკის წევრი მესტიის გამრიცხველიანებაზე
მომხმარებელი მიეჩვევა გადახდას, კომპანია კი ქსელს განაახლებს - სემეკის წევრი მესტიის გამრიცხველიანებაზე

მომხმარებელი მიეჩვევა გადახდას, კომპანია კი ქსელს განაახლებს - სემეკის წევრი მესტიის გამრიცხველიანებაზე

BM.GE1 ივნისი, 2026, 18:36|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გივი სანიკიძე მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას ცალსახად სწორ და აუცილებელ ნაბიჯად აფასებს. მისი განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარდაუვალი იყო, რადგან ელექტროენერგიის ჭარბი და აუნაზღაურებელი მოხმარება პირდაპირ აისახება როგორც ენერგოკომპანიაზე, ისე სამომხმარებლო ტარიფზე.

სემეკის წევრმა დეტალურად განმარტა, თუ რა დადებით შედეგებს მოუტანს რეგიონსა და მთლიანად ენერგოსისტემას აღრიცხვიანობის მოწესრიგება.

„ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა აუცილებელი იყო, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო და ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება სრულად აღირიცხება. ეს გამოიწვევს იმას, რომ მომხმარებლები მიეჩვევა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას და შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაუტაროს ქსელს, მოხმარების შემცირება, ეკონომია ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებით პრობლემას მოაგვარებს და შესაბამისად, ეს ქსელის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

როდესაც არ ხდება მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა, ეს ენერგოკომპანიასა და მის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ენერგოკომპანიამ გაწეული დანახარჯები აუცილებლად უნდა აინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მომხმარებელს ვერ მოემსახურება.

თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი ტარიფში უნდა აისახოს. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომხმარებლების მხრიდან უკვე აღრიცხული ელექტროენერგიის გადახდას გამოიწვევს.

დღეს გაჟღერდა ის, რომ ეს შეღავათები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება და გარკვეული ლიმიტები დაწესდება. ჩვენი შეფასებით, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილია, გარკვეული მომხმარებლები დაასუბსიდიროს. შესაბამისად, როდესაც აღრიცხვიანობა დასრულდება, მესტიის მუნიციპალიტეტში აღრიცხვის პროცესი სრულად მოწესრიგდება და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ექნება. როცა ქსელი გადატვირთვით მოძრაობს, თავისთავად ცხადია ის საჭიროებს რეაბილიტაციას. ცვლილებები კი დადებითად აისახება - შემცირდება მოხმარება, რაც ენერგოკომპანიის მხრიდან ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის აუცილებლობას ნიშნავს, ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ქსელში დანაკარგები შემცირდება, ესეც რასაკვირველია, დანახარჯებსა და საბოლოო მომხმარებელზე დადებითად აისახება“, - განაცხადა სემეკის წევრმა.

ცნობისთვის, სვანეთში მასშტაბური გამრიცხველიანების დაწყების შესახებ განცხადება დღეს, 1-ელ ივნისს, სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განმარტებით, მესტიაში არსებული ენერგოკრიზისი, რომელიც უკანონო კრიპტომაინინგით არის გამოწვეული, დიდი ხანია გასცდა ლოკალურ მასშტაბებს და ის სოციალურ ტვირთად აწვება სრულიად საქართველოს. მინისტრის განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გადახარჯვის გამო, ქვეყანაში ყოველი აბონენტი, დენის ქვითრის გადახდისას, ყოველთვიურად დამატებით 1.5 ლარს სწორედ სვანეთის მიერ მოხმარებული უფასო ელექტროენერგიის დასაფარად იხდის.

გამანაწილებელი კომპანია კი bm.ge-სთან ამბობს, რომ აპრილის მონაცემებით, მესტია იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საქართველოს 15 მუნიციპალიტეტი ერთად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-ი კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონ კოღოს გაუშვებს - რას გეგმავს კომპანია?

Google-ი კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონ კოღოს გაუშვებს - რას გეგმავს კომპანია?

BM.GE

ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

BM.GE

„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

BM.GE

„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

BM.GE