მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომხმარებელთა საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება - კონკურენციისა სააგენტოს 5 თვის ანგარიში
მომხმარებელთა საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება - კონკურენციისა სააგენტოს 5 თვის ანგარიში

მომხმარებელთა საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება - კონკურენციისა სააგენტოს 5 თვის ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 11:27|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მიმდინარე წლის 5 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1036 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3 150 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო საკუთარ ანგარიშში აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, უწყებაში შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა (სულ 299 საქმეზე). GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 53 მოვაჭრეს (82 საქმეზე) ჯარიმა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 69 176 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე 93 შეთანხმება გაფორმდა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ანგარიშის თანახმად, მოქალაქეები ყველაზე ხშირად ინტერნეტში შეძენილ ნივთებთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. შემოსული განაცხადების 70% სწორედ ონლაინ ვაჭრობის ფაქტებს ეხებოდა, ხოლო 30% — ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს.

რას ითხოვენ მომხმარებლები:

• თანხის უკან დაბრუნება - 422 განაცხადი; • ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან შეცვლა - 251 განაცხადი; • ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა - 224 განაცხადი; • დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდება - 54 განაცხადი; • სხვა დანარჩენი მოთხოვნები - 85 განაცხადი.

სექტორების მიხედვით, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა - 71% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის. ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროს განაცხადების 11% უკავშირდება; ხელოვნებას, გართობასა და დასვენებას - 3%; განთავსებასა და საკვების მიწოდებას - 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობებს - 13%.

ადგილმდებარეობის მიხედვით სააგენტოსთვის მომართვიანობის ყველაზე დიდი წილი დედაქალაქზე მოდის. სტატისტიკა რეგიონულ ჭრილში ასე ნაწილდება:

• თბილისი - 80%; • აჭარა - 6%; • იმერეთი - 4%; • ქვემო ქართლი - 3%; • კახეთი - 2%; • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1%; • სხვა რეგიონები - 4%.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

BM.GE

გამოვლენილია საქართველოს 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისები“ შეუკვეთეს - პროკურატურა

გამოვლენილია საქართველოს 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისები“ შეუკვეთეს - პროკურატურა

BM.GE

ყალბი „ქეისები“ აშშ-ის ვიზისთვის - პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთად ორი თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

ყალბი „ქეისები“ აშშ-ის ვიზისთვის - პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთად ორი თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

BM.GE

კომპანია ლეიაუთისა და იტალიური არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია D73-ის სტრატეგიული პარტნიორობა

კომპანია ლეიაუთისა და იტალიური არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია D73-ის სტრატეგიული პარტნიორობა

BM.GE