მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უძრავი ქონების ბაზარზე ცალსახად, დადებითი გავლენა ვერ ექნება - “არსი”
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უძრავი ქონების ბაზარზე ცალსახად, დადებითი გავლენა ვერ ექნება - “არსი”

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უძრავი ქონების ბაზარზე ცალსახად, დადებითი გავლენა ვერ ექნება - “არსი”

BM.GE9 მაისი, 2026, 00:40|bm.ge

“ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნულ ბანკს მიუღია იპოთეკურ სესხებთან მიმართებით, პირდაპირ აისახება ხოლმე უძრავი ქონების გაყიდვებზე” – “არსის” გენერალური დირექტორი სების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების გავლენაზე საუბრისას აცხადებს, რომ რა დოზით შეამცირებს ტრანზაქციებს უძრავი ქონების ბაზარზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მომავალში გამოჩნდება, თუმცა ცალსახად აღნიშნულ სიახლეს სექტორზე დადებითი გავლენა ვერ ექნება.

“ისტორიულად თუ შევხედავთ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნულ ბანკს მიუღია, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ან რაღაც ახალ რეგულაციას აწესებს იპოთეკურ სესხებთან მიმართებით, ეს პირდაპირ აისახება ხოლმე უძრავი ქონების გაყიდვებზე. ანუ კორელაცია საკმაოდ აშკარაა იპოთეკურ სესხებსა და უძრავი ქონების გაყიდვებს შორის.

ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რას მოიტანს ბაზრისთვის, გამოჩნდება მომავალში, თუმცა ცალსახად ამას დადებითი გავლენა ვერ ექნება. რა დონით და რა დოზით შეამცირებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს, გამოჩნდება მომავალში, თუმცა ისევ ვიმეორებ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამს ხოლმე უძრავი ქონების ბაზარი.

მე პირადად არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომ მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს, თუმცა ცალსახად უძრავი ქონების გაყიდვებისთვის უარყოფითია. აქ სხვა გარემოებებიც არსებობს, ადგილობრივი, გლობალური, შესაბამისად ამას გარკვეული ანალიზი დასჭირდება მომავალ თვეებში”,- აცხადებს ბესო ორთოიძე.

შეგახსენებთ, სებმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაიზარდა, რაც მოლოდინია, რომ ლარის იპოთეკური სესხების გაძვირებას გამოიწვევს.

I კვარტალში იპოთეკური სესხების რაოდენობა 12,800-მდე გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთი - შემცირდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE