მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციული ბრალდებების გამო გადადგა
მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციული ბრალდებების გამო გადადგა

მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციული ბრალდებების გამო გადადგა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 14:51|bm.ge

სახელმწიფო სარკინიგზო პროექტიდან სარგებლის მიღებაში დადანაშაულების ფონზე, მონღოლეთის პრეზიდენტმა ხურელსუხ უხნაამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პრესკონფერენციაზე ხურელსუხმა ცრუ ბრალდებებსა და ცილისწამებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სწორედ საკუთარი სახელის აღსადგენად ტოვებს. პრეზიდენტმა გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობაც დადო.

არსებული ინფორმაციით, მისი გადადგომა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი, სახელმწიფო დიდი ხურალი დაამტკიცებს.

რაც შეეხება თავად ბრალდებებს, ქვეყნის დედაქალაქის, ულან-ბატორის ყოფილმა მერმა, ნიამბაატარ ხიშგემ შაბათს ხურელსუხი ტავანტოლგოი-გაშუუნსუხაიტის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით $25 მილიონის (დაახლოებით €23 მილიონი) მიღებაში დაადანაშაულა. ეს რკინიგზა ტავანტოლგოის ქვანახშირის საბადოს ჩინეთის საზღვარზე მდებარე მონღოლურ პორტ გაშუუნსუხაიტთან აკავშირებს და ჩინეთში ქვანახშირის ექსპორტის მთავარი კვანძია.

ბრალდებების თანახმად, პრეზიდენტმა ქრთამი კონგლომერატ Bodi International-ისგან მიიღო, რომელმაც რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტი ტენდერის გარეშე მოიპოვა. თავად Bodi International-მა უარყო, რომ კონტრაქტის მოსაპოვებლად ნაღდი ფულით ქრთამი გადაიხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლოკოკინების ექსპორტი $3 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით მათ?

ლოკოკინების ექსპორტი $3 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით მათ?

BM.GE

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

BM.GE

საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაგრძელება საბანკო სექტორში? - "ყველაფერი ამაზე მიუთითებს"|ინტერვიუ

საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაგრძელება საბანკო სექტორში? - "ყველაფერი ამაზე მიუთითებს"|ინტერვიუ

BM.GE

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

BM.GE