მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 14:38|bm.ge

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia-ს წინააღმდეგ სამოქალაქო გამოძიება დაიწყო.

The Wall Street Journal-ის ცნობით, მარეგულირებელი არკვევს, ჯენსენ ჰუანგის პირად ურთიერთობებსა და იმას, ხომ არ შეიყვანა კომპანიამ ინვესტორები შეცდომაში აზიაში ჩიპების გაყიდვების საკითხზე.

როგორც ცნობილია, კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილ პირთან და Nvidia-ს თანამშრომელთან მისი ქორწინების გარეშე ურთიერთობების შესახებ გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Nvidia-მ უარყო ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგს სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Megaspeed-ის ყოფილ მენეჯერთან ელის ჰუანგთან არაორდინარული ურთიერთობა ჰქონდა. მაღალი თანამდებობის პირთან, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების ჯაშუშად მიიჩნევენ.

SEC-ის ყურადღებას იწვევს ის ფაქტი, რომ გასულ წელს Nvidia-მ საერთაშორისო გაყიდვების გასაჯაროების წესი შეცვალა და ანგარიშგებიდან სინგაპურში ჩიპების რეალიზაციის შესახებ მონაცემები ამოიღო. სწორედ სინგაპურში დაფუძნებული Megaspeed-ი იყენებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად Nvidia-ს ჩიპებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელირუსთავი 2
  • პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებატვ პირველი
  • POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობსფორმულა
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

საჩხერე-შქმერის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე-შქმერის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

შავი პარასკევის შეთავაზება “ჰოუმერში” - 50 000-ლარიანი ფასდაკლება 5 სახლზე

შავი პარასკევის შეთავაზება “ჰოუმერში” - 50 000-ლარიანი ფასდაკლება 5 სახლზე

BM.GE

საქართველოში სათხილამურო აბონემენტები ძვირდება - რა ღირს სრიალი მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში?

საქართველოში სათხილამურო აბონემენტები ძვირდება - რა ღირს სრიალი მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში?

BM.GE

რიგაში ქართული რესტორანი "სახლი" წარმატებით ოპერირებს – რა გამოწვევებს აწყდება გუნდი

რიგაში ქართული რესტორანი "სახლი" წარმატებით ოპერირებს – რა გამოწვევებს აწყდება გუნდი

BM.GE