მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი
"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE17 ივლისი, 2026, 01:47|bm.ge

"ბაზარზე სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირება ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცა" - ამის შესახებ BMG-სთან „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს.

„მოთხოვნა რომ მცირდება, შემიძლია, ჩემი საკუთარი კომპანიის გამოცდილებიდანაც ვთქვა. ამისთვის, ბევრი ფაქტორია: პირველ რიგში ის, რომ ფასების ზრდის მოთოკვა ვერ ხერხდება. შემოსავლები ადეკვატურად არ იზრდება. ბევრი ადამიანი გარბის ქვეყნიდან. რატომ უნდა შემცირდეს მოთხოვნა? იმიტომ, რომ ადამიანები ნაკლებად მსყიდველუნარიანები ხდებიან. მეტი ახსნა ამას არ აქვს. საბოლოოდ, მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება,“ - აცხადებს რატიშვილი BMG-სთან.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზედაპირული რეფორმებითა და ფასების ხელოვნური კონტროლით პრობლემა ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ აქცენტი რეალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე უნდა გააკეთოს.

„საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები, დაწყებული საგადასახადო პოლიტიკიდან, დასრულებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით. მხოლოდ მსყიდველუნარიანობის გაზრდითა და ბიზნესისთვის ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნითაა შესაძლებელი ბაზარზე მოთხოვნის კვლავ სტიმულირება,“ - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა. BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორებია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირე. კვლევა ამბობს, რომ მოთხოვნის სიმცირე განსაკუთრებით ხელის შემშლელ ფაქტორს მომსახურების სექტორისთვის წარმოადგენს. თუ პირველ კვარტალში მოთხოვნის შემცირებას პრობლემად ასახელებდა კომპანიების 21%, მეორე კვარტალში, ეს მაჩვენებელი 32%-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE