მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი
მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 18:59|bm.ge

სოციალური ჭრის წესით სათბობი შეშის მოპოვების ვადა 1 წლით ხანგრძლივდება: ის 2027 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2028 წლის 1 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ტყის კოდექსშია" ინიციირებული და მიღება მოთხოვნილია დაჩქარებული წესით, რათა შესაბამისი ვადების გადაწევა 1 იანვრამდე მოესწროს.

კანონპროექტი დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, იმისათვის, რომ სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის მოპოვება აიკრძალოს, აუცილებელია, ტყის მართვის ორგანოებს შეეძლოთ მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება. ამისთვის კი აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები), ასევე ადამიანური რესურსის ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის არცერთ ორგანოს გააჩნია.

"აღნიშნულ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის გადამზადება. დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის არცერთი ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი მომსახურებით", - წერია განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, ცვლილებებით:

• მოსახლეობას 2028 წლის 1 იანვრამდე უნარჩუნდება შესაძლებლობა, ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე საკუთარი ძალებით მოიპოვოს სათბობი შეშა; • ასევე 2028 წლის 1 იანვრამდე გრძელდება დაცული ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და სასაზღვრო სექტორების ხე-ტყით მომარაგების უფლება; • 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობისას ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელების ვალდებულების ამოქმედებაც.

კანონპროექტით, სოციალური შეშის უკანონო ყიდვა-გაყიდვაზე სანქციები მკაცრდება და სოციალური მიზნით გამოყოფილი შეშის უკანონო ტრანსპორტირებასა და გასხვისებასთან ერთად, სამართალდარღვევად ცხადდება მისი შეძენაც. კერძოდ, 500-დან 1 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა ტრანსპორტირებასა და გასხვისებაზე, ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შეძენაზე 1 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. შეშის გასხვისებისა და მეწარმე სუბიექტის მიერ შეძენის ქმედების განმეორებაზე წესდება 2 000-ლარიანი ჯარიმა, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს ხე-ტყის კონფისკაციაც.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო ან/და თევზის მეურნეობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის (მაგალითად, სასტუმროს ტიპის შენობა-ნაგებობების, ტურისტული ობიექტების) მოწყობისთვის წესდება დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება, რომელიც შეეხებათ მხოლოდ ახალ ლიცენზიანტებს/ნებართვის მფლობელებს. საფასური მოგვიანებით მთავრობის მიერ განისაზღვრება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსახლეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერს გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას​რუსთავი 2
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავსნეტგაზეთი
  • ნიჩბისი-კავთისხევის დაზიანებული გზა და უხელფასოდ დარჩენილი მუშები - მოსახლეობა დახმარებას ითხოვსტვ პირველი
მოსახლეობის →

მსგავსი სტატიები

უკრაინის თემაზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპის მონაწილეობით მალე გაიმართება - მერცი

უკრაინის თემაზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპის მონაწილეობით მალე გაიმართება - მერცი

BM.GE

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

BM.GE

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

BM.GE