
მოსკოვზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ოთხივე აეროპორტი დაიხურა
BM.GE|bm.ge
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო მოსკოვში ყველა აეროპორტი დაიხურა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების (როსავიაცია) განცხადებით, ოთხივე აეროპორტში: ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში ფრენები შეჩერებულია. დაწესებული შეზღუდვების გამო ავიაკომპანიები განრიგს ცვლიან.
შეზღუდვები უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ დაწესდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქთან 194 დრონი ჩამოაგდეს.
როსავიაციის ინფორმაციით, მგზავრებს, რომლებიც მოსკოვიდან გაფრენას ვერ ახერხებენ, აძლევენ ლეიბებსა და საძილე ქვეშაგებს, ასევე ღიაა უფასო დედათა და ბავშვთა ოთახები.
bm.ge არკვევს, სრულდება თუ არა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ავიარეისები.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge