
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სამი ავიარეისი გაუქმდა
დღეს, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში უთხრეს.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ რეისები დღეს დაგეგმილი არ იყო. უახლოესი რეისი ხვალ, 19 ივნისსaა ჩანიშნული და ამ ეტაპისთვის გაუქმების ან გადადების შესახებ ინფორმაცია არ არის.
შეგახსენებთ, მოსკოვში ოთხივე აეროპორტში: ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში ფრენები შეჩერებულია. დაწესებული შეზღუდვების გამო ავიაკომპანიები განრიგს ცვლიან.
შეზღუდვები უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ დაწესდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქთან 194 დრონი ჩამოაგდეს.
როსავიაციის ინფორმაციით, მგზავრებს, რომლებიც მოსკოვიდან გაფრენას ვერ ახერხებენ, აძლევენ ლეიბებსა და საძილე ქვეშაგებს, ასევე ღიაა უფასო დედათა და ბავშვთა ოთახები.
BM.GE
წყარო: bm.ge