მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 17:52|bm.ge

რუსთაველის გამზირზე, ნომერ 6-ში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციისა და გალერია თბილისის მოლის მომიჯნავედ არსებული პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი უშედეგოდ დასრულდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. ტენდერი თბილისის მერიამ 2026 წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 3.45 მილიონ ლარს შეადგენდა. ბაღის ფართობი 25,201 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - შპს "კვადრელმა" და შპს AWARD-მა მიიღეს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო მერიამ ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში არის მითითებული, ამჟამად ბაღი საზოგადოებისთვის ღია არაა და ის ფაქტობრივად გავერანებულია.

"შემოთავაზებული ბაღის რეაბილიტაციის ლანდშაფტური კონცეფცია დაფუძნებულია სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევებზე. ტერიტორიაზე 81 სახეობის 1102 ძირი მცენარეა აღრიცხული. ზედაპირული დაკვირვებითაც ადვილი შესამჩნევია არსებული მწვანე საფარის მოუვლელი, გაველურებული ხასიათი.

სასახლის წინ მდებარე შადრევნის არეალში პროექტით დაგეგმილია შადრევნის და ბილიკების კონტურების ცვლილება, შედეგად ამ არეალში ძველი ბილიკის ბორდიურად განთავსებული წყავის და ღვიის ბუჩქები არის გადასარგავი.

გადასარგავია ბილიკების არეალში განთავსებული 77 ძირი ხე-მცენარე. გადასარგავი მცენარეების უმრავლესობა არის პატარა ზომის , უმეტესად ფორმადაკარგული და დაკნინებული მცენარეები, რომელთა გადარგვა ამავე ტერიტორიაზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ბაღის ტერიტორიაზე ამოსაძირკვია 43 ხის ჩირგვი. დასარგავი მცენარეების შერჩევაში პრიორიტეტი მიენიჭა ისტორიულად ბაღში არსებულ სახეობებს და ჯიშებს. შეძლებისდაგვარად (ბაღის უმეტესი ნაწილი დაჩრდილულია) ასორტიმენტის მრავალფეროვნებას, სეზონური ინტერესების გათვალისწინებას მდგრადი ლანდშაფტის შესაქმნელად. გათვალისწინებულია არსებულ სიტუაციასთან მისადაგება, როგორც ეკოლოგიური, ასევე სივრცობრივი ასპექტებით.

არსებული სახით შენაჩუნდება ბაღის უმეტესი ნაწილი, როგორც დიდი ზომის ხეები ასევე ზედა ნაწილში თვითნათესი კელრეუტერიის და აკაკის კორომები. ბაღის ტერიტორიაზე ჩაირგვება 46 წიწვიანი და 67 ფოთლოვანი ხე. წიწვიანი ხეებიდან ჰიმალაური და ატლასის ლეგა კედარი, იტალიური ფიჭვი, არიზონის, ლაილანდის და პირამიდული და კვიპაროსები. ხოლო ფოთლოვანებიდან - ქვამუხა (მარადმწვანე მუხა), მაგნოლია, ძელქვა, ცაცხვი, წითელი მუხა, წითელი ტყემალი, ნეკერჩხალი ჭადარფოთოლა, იფანი, ცხენისწავლი, არღავანი. საპროექტო მცენარეები შერჩეულია გაზაფხულის და შემოდგომის შეფერილობის ცვალებადობის გათვალისწინებით. მთელი ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რულონური გაზონი,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გამოაცხადებს თბილისის მერია პროექტის განხორციელებისთვის ხელახალ ტენდერს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

BM.GE

GAUS Crypto-მ Tbilisi Finance Summit-ზე ნეტვორკინგ-ლანჩი გამართა

GAUS Crypto-მ Tbilisi Finance Summit-ზე ნეტვორკინგ-ლანჩი გამართა

BM.GE

დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა | როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?

დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა | როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?

BM.GE

Zaha Hadid Architects-ი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული - სამინისტრო

Zaha Hadid Architects-ი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული - სამინისტრო

BM.GE