მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა | როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?
დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა | როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?

დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა | როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 17:53|bm.ge

საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.

როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები?

საქართველოს მეზობელ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის შემდეგ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს, საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მეზობელი სახელმწიფო ქვეყნების რეიტინგში პირველ ათეულშია.

აზერბაიჯანი FDI-ს მიხედვით საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა და ვაჭრობის ჭრილშიც მოწინავე პოზიციებზეა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2025 წელს საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 214 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. საქსტატის FDI-ის პორტალის მიხედვით, აზერბაიჯანიდან ინვესტიციები ძირითადად ვაჭრობაში, პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობებში და ლოგისტიკაში იდება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული აზერბაიჯანული FDI ასე ნაწილდება:

• ვაჭრობა - $77.8 მლნ; • პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - $52.3 მლნ; • ტრანსპორტი - $48.3 მლნ; • მშენებლობა - $23 მლნ; • დამმუშავებელი მრეწველობა - $10.1 მლნ; • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $2 მლნ; • ადმინისტრაციული საქმიანობები -$1.2 მლნ; • უძრავი ქონება - $846 ათასი; • სოფლის მეურნეობა - $375 ათასი; • სხვა სახის მომსახურება - $109 ათასი;

2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი 22.5%-ით შემცირდა და 45.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები

აზერბაიჯანიდან 2021 წლის შემდეგ ფულადი გზავნილების გადმორიცხვები ყოველწლიურად მცირდება. 2025 წელს ჯამში აზერბაიჯანიდან 40 მილიონ 253 ათასი დოლარი გადმოირიცხა.

2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში აზერბაიჯანიდან 28 მილიონ 712 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ვაჭრობა

იმის მიუხედავად რომ აზერბაიჯანთან ვაჭრობის მაჩვენებელი წლების მიხედვით ცვალებადია, მეზობელი ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის ადგილს იკავებს. წელს 9 თვეში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 14.1%-ით 1 მილიარდ 109 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მთლიან ვაჭრობაში აზერბაიჯანმა 5.4%-იანი წილი დაიკავა. პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში კი მეხუთე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ 9 თვის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება.

წელს საქართველომ ამ მიმართულებით ექსპორტი 6.9%-ით 566 მილიონ 665 ათას დოლარამდე გაზარდა და ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ავტომობილების მოცულობითი რეექსპორტით არის განპირობებული, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება.

აზერბაიჯანში გაყიდული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

• მსუბუქი ავტომობილები - $149.5 მლნ; • ქაღალდის ტარა, მუყაო -$48 მლნ; • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო - $46.5 მლნ; • ლიმონათები - $27.6 მლნ; • ბამბა საფეიქრო მასალებისგან - $24.8 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $23.7 მლნ; • შაქარი - $19.4 მლნ; • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $16.4 მლნ; • სატვირთო ავტომობილები - $14.2 მლნ; • ალაოს ექსტრაქტები - $11.7 მლნ;

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 542 მილიონ 501 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. იმპორტი წლიურად 22.9%-ით გაიზარდა. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში აზერბაიჯანმა 3.8%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. მეზობელი ქვეყნიდან მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.

იმპორტირებული TOP-10 პროდუქტის რეიტინგი კი ასეთია:

• დანარჩენი საქონელი - $160 მილიონი; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $127.3 მილიონი; • ცემენტი - $44.8 მილიონი; • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - $40 მილიონი; • მსუბუქი ავტომობილები - $20.5 მილიონი; • თაბაშირი, ბათქაში - $13.7 მილიონი; • ელექტროენერგია - $10.4 მილიონი; • მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის - $7.3 მილიონი; • ხახვი თავიანი, ხახვი შალოტი, პრასი, ნიორი - $6.4 მილიონი; • თაბაშირის ნაწარმი - $6.4 მილიონი;

ტურიზმი

აზერბაიჯანელი ვიზიტორებისთვის მეზობელი საქართველო ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულების ადგილია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის პირობებში, წელს მაისიდან ბაქო-თბილისის მატარებელმა მგზავრების გადაყვანა დაიწყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 9 თვეში აზერბაიჯანიდან 249 002 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ქვეყნების რეიტინგში კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

2025 წელს აზერბაიჯანიდან ჯამში 292 149 ვიზიტი შესრულდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 72 793 ვიზიტით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

BM.GE

GAUS Crypto-მ Tbilisi Finance Summit-ზე ნეტვორკინგ-ლანჩი გამართა

GAUS Crypto-მ Tbilisi Finance Summit-ზე ნეტვორკინგ-ლანჩი გამართა

BM.GE

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა

BM.GE

Zaha Hadid Architects-ი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული - სამინისტრო

Zaha Hadid Architects-ი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული - სამინისტრო

BM.GE