მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსხვილ ენერგოპროექტებში შესვლა, სესხების გაცემა და ბიზნესებში წილობრივი მონაწილეობა - რა მანდატი ექნება ეკონომიკის განვითარების კორპორაციას?
მსხვილ ენერგოპროექტებში შესვლა, სესხების გაცემა და ბიზნესებში წილობრივი მონაწილეობა - რა მანდატი ექნება ეკონომიკის განვითარების კორპორაციას?

მსხვილ ენერგოპროექტებში შესვლა, სესხების გაცემა და ბიზნესებში წილობრივი მონაწილეობა - რა მანდატი ექნება ეკონომიკის განვითარების კორპორაციას?

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 18:23|bm.ge

მთავრობის მიერ დაფუძნებულ "ეკონომიკის განვითარების კორპორაციას" სესხების გაცემა, ასევე მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტების დაფინანსება, სესხების გაცემა, და პროექტებში წილობრივი მონაწილეობით შესვლა შეეძლება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის გაფართოებული მანდატის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზენტაციას ასევე დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა რომ კორპორაციას შეერწყმება "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" და "საქართველოს განვითარების ფონდის" ფუნქციები.

ამ დრომდე კორპორაციის უფლებამოსილება ძირითადად პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს მართვით შემოიფარგლებოდა, ახლა კი მას თანდათან ემატება ის ფუნქციები რაც წარსულში "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფ. საპარტნიორო ფონდის) მიერ ხორციელდებოდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ამ მიმართულების ბიუჯეტი, რადგანაც ეს მიმართულებები ჯერჯერობით 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.

"ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მსხვილ პროექტებში შესვლა, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით შეეძლება, ასევე ექნება სესხების გაცემის უფლება და პროექტებში წილობრივი მონაწილეობის მიღების უფლება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა, რომ ფონდი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ენერგეტიკის და მსხვილი სტრატეგიული ობიექტების თანადაფინანსებაში.

"მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები რჩება, თუმცა ემატება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა პირდაპირი სესხები; პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა; ჩართულობა კაპიტალის ფონდებში; ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა. ასევე, უნდა ავღნიშნოთ რომ კორპორაცია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას მსხვილი პროექტების განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორში, სადაც მიზანი გვაქვს რომ შემდეგ 10 წელში ქვეყნის დადგმული სიმძლავრე ორჯერ გაიზარდოს და სტრატეგიული ობიექტები აშენდეს,"- განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

მისი თქმით, მომდევნო 10 წელში კორპორაცია თანამონაწილეობას მიიღებს საერთო ჯამში 40 მილიარდი ლარის პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერაში, საიდანაც 16 მილიარდი ლარი არსებული პროგრამების ფარგლებში მოხდება, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით 7 მილიარდი ლარის პროექტების ხელშეწყობა; კერძო სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისიის მხარდაჭერით მონაწილეობას მიიღებენ 16 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში, ხოლო კერძო კაპიტალის ფონდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ 1 მილიარდი ლარის ფარგლებში.

საქართველოს განვითარების კორპორაცია მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე, პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს საფუძველზე დააფუძნა. ამ დრომდე კორპორაციის მანდატი ძირითადად სწორედ ამ პროგრამის განხორციელებას უკავშირდებოდა და 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მასზე 200 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება უშუალოდ "აწარმოე საქართველოში"-ს დაფინანსებას, მისთვის 200 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, საიდანაც 5 მილიონი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო 195 მილიონი ლარი უშუალოდ პროგრამის დაფინანსება. აღნიშნულ თანხას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" მიიღებს.

2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 410 ბიზნესის თანადაფინანსების დაწყება არის განსაზღვრული, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 150-200 ბენეფიციარის დაფინანსება; მიკრო ბიზნეს სესხების მიმართულებით კი 2300-მდე მეწარმის თანადაფინანსება. პროგრამა ასევე ახდენს სუბსიდირებული იპოთეკების პროგრამის მართვას და მოელის, რომ მომდევნო წელს დაახლოებით 1000 ახალი იპოთეკური სესხის სუბსიდირების დაწყება მოხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სამთავრობო სისტემებში ჩინური DeepSeek AI-ის გამოყენება აიკრძალა

აშშ-ის სამთავრობო სისტემებში ჩინური DeepSeek AI-ის გამოყენება აიკრძალა

BM.GE

ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა | პრემიერი

ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა | პრემიერი

BM.GE

საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან

საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან

BM.GE