
მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული - ირაკლი კობახიძე
BM.GE|bm.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების მოდელი კონკრეტულ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმა მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც ითვალისწინებს.
"ასეთი 4 მსხვილი პროექტია და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge