
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება
BM.GE|bm.ge
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება. ნედლი ნავთობის ფასი 5%-ით 79 დოლარამდე შემცირდა. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი ასევე 5%-ით არის შემცირებული და 83 დოლარი ღირს. 6%-იანი კლება ფიქსირდება WTI-ზე და 79 დოლარი ღირს. რაც შეეხება რუსულ ურალს, აქ 3%-იანი ზრდა ფიქსირდება და 87 დოლარს შეადგენს.
ნავთობის ფასზე გავლენას კვლავ ირან-აშშ-ის ურთიერთობები ახდენს. ფასის კლება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები შეაჩერა და მოლაპარაკებებზე გააკეთა აქცენტი. ამ გადაწყვეტილებამ კი ინვესტორებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისა და შესაბამისად მიწოდებაში შეფერხების მოლოდინი შეუმცირა. შედეგად, ბაზარზე გეოპოლიტიკური რისკი შემცირდა, რამაც ნავთობზე ფასის კლება გამოიწვია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge