მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს 50 საუკეთესო ვენახი - 2026 წლის რეიტინგში ორი ქართული კომპანიაა
მსოფლიოს 50 საუკეთესო ვენახი - 2026 წლის რეიტინგში ორი ქართული კომპანიაა

მსოფლიოს 50 საუკეთესო ვენახი - 2026 წლის რეიტინგში ორი ქართული კომპანიაა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 12:37|bm.ge

ორგანიზაცია World’s 50 Best, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს, ბარებსა და სასტუმროებს ავლენს, 2026 წლის საუკეთესო ვენახებისა და ღვინის ტურიზმის ობიექტების რეიტინგს აქვეყნებს. გლობალური რეიტინგის სათავეში გერმანული Schloss Johannisberg-ი მოექცა.

ჰესენის მხარეში, რაინგაუს რეგიონში მდებარე ამ ისტორიულ მამულში სტუმრებს სასახლის ტერიტორიის, ვენახებისა და უძველესი მარნების, მათ შორის მიწისქვეშა საცავ Bibliotheca Subterranea-ს დათვალიერება შეუძლიათ.

"Schloss Johannisberg ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებულია. იგი მეღვინეობის 1 200-ზე მეტი წლის მემკვიდრეობას გამორჩეულ მასპინძლობასთან, უნიკალურ გარემოსთან და იმ დაუვიწყარ გამოცდილებასთან აერთიანებს, რომელიც რისლინგის ისტორიას აცოცხლებს", - განაცხადა The 50 Best Vineyards-ის დაჯილდოებისა და რეიტინგების მმართველმა დირექტორმა რიკი ტიდბოლმა.

რეიტინგი 700-ზე მეტი ექსპერტისგან (სომელიეებისგან, ღვინის ჟურნალისტებისა და დარგის სპეციალისტებისგან) შემდგარი აკადემიის შეფასებებს ეფუძნება. აკადემია 20 რეგიონად არის დაყოფილი. თითოეულმა ამომრჩეველმა შვიდი ვენახი წარადგინა, რომლებიც ვიზიტორთა გამოცდილების, სტუმართმოყვარეობის, ატმოსფეროს, აქტივობებისა და ღვინის ასორტიმენტის მიხედვით შეფასდა.

წელს სიაში ექვსი კონტინენტის 15 ქვეყნისა და 31 რეგიონის ვენახები მოხვდა.

რეიტინგში ევროპა დომინირებს - საუკეთესო ათეულის ნახევარი სწორედ ამ კონტინენტზე მოდის.

პირველი ადგილის გარდა, ტოპ-ათეულში სამი ფრანგული ვენახი მოხვდა: შამპანის რეგიონში მდებარე "Maison Ruinart" (მეოთხე ადგილი), ბორდოში განთავსებული "Château Smith Haut Lafitte" (მერვე ადგილი) და "Château d’Yquem" (მეცხრე ადგილი). მეორე ადგილი ესპანეთის რიოხას რეგიონის მეურნეობამ, "Bodegas Ysios"-მა დაიკავა, რომლის შთამბეჭდავი არქიტექტურა და ვენახების პანორამული ხედები ჟიურიმ განსაკუთრებულად გამოარჩია.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ვენახი (2026 წელი):

• Schloss Johannisberg - რაინგაუ, გერმანია • Bodegas Ysios - რიოხა, ესპანეთი • Montes - კოლჩაგუას ველი, ჩილე • Maison Ruinart - შამპანი, საფრანგეთი • Creation - უოკერ-ბეი, სამხრეთ აფრიკა • Clos Apalta - კოლჩაგუას ველი, ჩილე • Klein Constantia - დასავლეთ კეიპი, სამხრეთ აფრიკა • Château Smith Haut Lafitte - ბორდო, საფრანგეთი • Château d’Yquem - ბორდო, საფრანგეთი • Durigutti Family Winemakers - მენდოსა, არგენტინა

საქართველო

საუკეთესო 50-ეულს მიღმა დარჩა, თუმცა 55-ე ადგილი დაიკავა "შატო მუხრანმა", რომელიც პირველი ქართული შატოა და ქართლის რეგიონში, მუხრანში მდებარეობს.

"შატო მუხრანი" The 50-ის რეიტინგში გასულ წლებშიც გვხვდებოდა: 2021 წელს ის პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ღვინისა და ღვინის ტურიზმის ექსპერტთა საერთაშორისო საბჭომ საუკეთესოთა შორის დაასახელა, 2023 წელს კი ის TOP 50-ეულშიც იყო.

70-ე ადგილი დაიკავა მეღვინეობა "შუმმა", რომლის ვენახებიც კახეთში, სოფელ წინანდალში მდებარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE