მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე
მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

BM.GE15 ივნისი, 2026, 00:40|bm.ge

1909 წელს ნიუ-იორკის Metropolitan Life Tower ("მეტროპოლიტენ ლაიფ ტაუერი") დაახლოებით 213 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა გახდა. საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფამ 828 მეტრს მიაღწია, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება მის სიმაღლეს.

Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული ქრონოლოგია გვიჩვენებს ყველა შენობას, რომელიც 1909 წლიდან სხვადასხვა დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ტიტულს ატარებდა. მონაცემები ვერტიკალური ურბანიზმის საბჭოს (CVU) უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

CVU-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, ნაგებობას უნდა ჰქონდეს სართულები, სიმაღლე კი არქიტექტურული მწვერვალის ჩათვლით იზომება, რაც მოიცავს მწვერვალის წვეტიან დაბოლოებას, მაგრამ არ მოიცავს ანტენებს, დროშებს ან აბრებს.

ნიუ-იორკის ცათამბჯენების ბუმი

მე-20 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები სწორედ აშშ-ში შენდებოდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნიუ-იორკი ლიდერობდა - 1909 წლიდან 1972 წლამდე აქ ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა ცათამბჯენები.

მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერმა, რომელიც ნიუ-იორკის Flatiron District-ში აშენდა, 1909 წელს 213 მეტრს მიაღწია. სულ რამდენიმე წელიწადში მას Woolworth Building-მა (241მ) გადაუსწრო, რომელმაც თავის მხრივ ტიტული 1920-იანი წლების ბოლოს დაკარგა, როდესაც არტ-დეკოს სტილის ხატი, Chrysler Building-ი (319 მ) აშენდა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე:

აშენების წელი შენობა ქალაქი სიმაღლე 1909 მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერი ნიუ-იორკი 213 მ 1913 ვულვორთის შენობა ნიუ-იორკი 241 მ 1930 კრაისლერ ბილდინგი ნიუ-იორკი 319 მ 1931 ემპაირ სტეიტ ბილდინგი ნიუ-იორკი 381 მ 1972 ერთიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკი 417 მ 1974 უილისის კოშკი ჩიკაგო 442 მ 1998 პეტრონასის კოშკები კუალა-ლუმპური 452 მ 2004 ტაიპეი 101 ტაიპეი 508 მ 2010 ბურჯ ხალიფა დუბაი 828 მ

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამერიკელი მუსიკოსი ოლივერ თრი ბრაზილიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ამერიკელი მუსიკოსი ოლივერ თრი ბრაზილიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

BM.GE

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

BM.GE

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

BM.GE

ნორმის დარღვევით წარმოებული საკვებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება - WHO

ნორმის დარღვევით წარმოებული საკვებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება - WHO

BM.GE