მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი და შეზღუდული ქვეყნების რეიტინგი
მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი და შეზღუდული ქვეყნების რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი და შეზღუდული ქვეყნების რეიტინგი

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 04:00|bm.ge

Atlantic Council-მა განახლებული თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და 171 სახელმწიფოში ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო შეაფასა. როგორც ჩანს, 93.7 ქულით რეიტინგის ლიდერის პოზიცია დანიამ დაიკავა.

რაც შეეხება ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეულს, დანიის შემდეგ სიაში ლუქსემბურგი და შვედეთი განაწილდნენ, ხოლო ხუთეულს ფინეთი და შვეიცარია ასრულებენ. ამასთან, ტოპ-10 სახელმწიფოს შორის ირლანდია, ესტონეთი და ავსტრალია მოხვდნენ. საყურადღებოა, რომ რეიტინგის მოწინავე პოზიციებს გერმანია და ნორვეგია ხურავენ.

პარალელურად, ყველაზე ნაკლებად თავისუფალი სახელმწიფოების სიის ბოლო პოზიციაზე 19.0 ქულით ავღანეთი გავიდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანტირეიტინგის ათეულში თურქმენეთი, ერიტრეა და იემენიც მოხვდნენ. არათავისუფალ ქვეყნებს შორის მიანმარი, სუდანი და სირიაც სახელდებიან.

ახალ რეიტინგში თავისუფლების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვარდნა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. დღევანდელი მდგომარეობით, აშშ 79.9 ქულით საერთო რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს. საქართველოს რაც შეეხება, ის 66.6 ქულით 171-ქვეყნიან რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებს, რაც დაწინაურებას წარმოადგენს.

ყველაზე მეტად თავისუფალი ქვეყნები:

1. დანია2. ლუქსემბურგი3. შვედეთი4. ფინეთი5. შვეიცარია

ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნები:

1. ავღანეთი2. თურქმენეთი3. ერიტრეა4. იემენი5. მიანმარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

BM.GE