მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?
მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?

მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 17:44|bm.ge

საქსტატის 2026 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული საცხოვრებელი ქონების ფასები უბნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ყველაზე ძვირად ღირებულ და შედარებით ბიუჯეტურ ლოკაციებს შორის სხვაობა ბინების სეგმენტში თითქმის ორმაგია.

უახლესი ანგარიშის თანახმად, ახალაშენებული დასრულებული ბინების სეგმენტში, 1 კვადრატული მეტრის ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც ღირებულება 7 000 ლარს აჭარბებს. მეორე ადგილზეა ვაკე, მესამეზე კი - კრწანისი.

ყველაზე იაფად ბინის შეძენა კი სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი.

• მთაწმინდა - 7 004 ლარი • ვაკე - 6 046 ლარი • კრწანისი - 4 635 ლარი • საბურთალო - 4 444 ლარი • დიდუბე - 4 168 ლარი • ჩუღურეთი - 4 121 ლარი • ისანი - 4 032 ლარი • ნაძალადევი - 3 932 ლარი • გლდანი - 3 830 ლარი • სამგორი - 3 657 ლარი

კერძო სახლების სეგმენტში ლიდერის პოზიციას ვაკე იკავებს (4 517 ლარი/მ²), რომელსაც მცირედით ჩამორჩება მთაწმინდა (4 430 ლარი/მ²).

ყველაზე დაბალი მედიანური ფასით კერძო სახლები ნაძალადევსა და სამგორშია ხელმისაწვდომი, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება 3 000 ლარზე ნაკლებია.

• ვაკე - 4 517 ლარი • მთაწმინდა - 4 430 ლარი • ჩუღურეთი - 3 637 ლარი • საბურთალო - 3 543 ლარი • დიდუბე - 3 448 ლარი • ისანი - 3 213 ლარი • გლდანი - 2 993 ლარი • კრწანისი - 2 961 ლარი • სამგორი - 2 839 ლარი • ნაძალადევი - 2 798 ლარი

ცნობისთვის, საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა.

2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება

რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება

BM.GE

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

BM.GE

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

BM.GE

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

BM.GE