მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს
მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

BM.GE5 აგვისტო, 2026, 18:48|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობა აქტიურად გრძელდება, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.

„ამ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო არ ყიდულობს მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა საქართველო არის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი საკმაოდ თამამად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან. სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება.ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და წარმატებით დასრულებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდესიმედი
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →მუშაობს →

მსგავსი სტატიები

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

BM.GE

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

BM.GE