მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის
მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის

BM.GE30 ივლისი, 2026, 00:08|bm.ge

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. აღნიშნული მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც შეითავსებს ვიცეპრემიერის თანამდებობას. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე", - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო.

"რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას", - განაცხადა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს მნიშვნელოვნად აჭარბებს, არ უნდა გამოვრიცხოთ განაკვეთის ზრდა - ხიშტოვანი

ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს მნიშვნელოვნად აჭარბებს, არ უნდა გამოვრიცხოთ განაკვეთის ზრდა - ხიშტოვანი

BM.GE

თურქეთი ერაყთან ენერგეტიკული შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

თურქეთი ერაყთან ენერგეტიკული შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

BM.GE

Frasers Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მიურეი, შესაძლოა, Hugo Boss-ის CEO გახდეს

Frasers Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მიურეი, შესაძლოა, Hugo Boss-ის CEO გახდეს

BM.GE

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნიდან 3 თვეში უქმდება

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნიდან 3 თვეში უქმდება

BM.GE