მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქს თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან ააშენებს - მიმდინარეობს მიწების გამოსყიდვა
მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქს თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან ააშენებს - მიმდინარეობს მიწების გამოსყიდვა

მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქს თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან ააშენებს - მიმდინარეობს მიწების გამოსყიდვა

BM.GE22 მაისი, 2026, 21:15|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდი 40,000 სტუდენტზე გათვლილი რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად შერჩეულ არეალში უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურებს აწარმოებს. ამის შესახებ ფონდმა დეპუტატ სოფიო ხორგუანს სადეპუტატო კითხვის პასუხად მისწერა.

ფონდის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღნიშნულ არეალში მოქცეული უძრავი ქონებები შეფასდა. ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს რუსთავში, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ქალაქმშენებლობითი) დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე დაევალა.

როგორც ცნობილია, რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქში შესვლამდე გაჩიანის ხიდის ქვედა არეალშია გათვალისწინებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასობით მიწის ნაკვეთი მდებარეობს. მათგან ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია უკვე, ნაწილი კი კერძო საკუთრებაში.

რა რაოდენობის და რა ფართობის მიწის ნაკვეთები დარჩა სახელმწიფოს გამოსასყიდი, ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის წესით უნდა გამოვითხოვოთ. რა ფართობის და რამდენი მიწის ნაკვეთი დარჩა გამოსასყიდი, როდის დასრულდება პროცესი და რა ფასაც გამოისყიდის სახელმწიფო მიწებს - ამ და სხვა კითხვებით BM.GE0-მ მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე მიმართა და მათ პასუხს მირებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს მთავრობის მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო რეფორმის ფარგლებში, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. როგორც გასული წლის 1 დეკემბერს განათლების მინისტრმა განაცხადა, რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი პროექტის ფარგლებში მოეწყობა მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომი საცხოვრებლები, უნივერსიტეტები, პროფესორ-მასწავლებლების განთავსებისთვის განკუთვნილი ოთახები, რეკრეაციული ზონები ანუ ყველაფერი ის, რაც სასწავლო პროცესის წარმოებისთვის არის საჭირო.

რუსთავის გარდა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იგეგმება ქუთაისშიც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.

მთავრობის გეგმით, ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები რუსთავში 40 ათასი სტუდენტის მიღებას შეძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მთავრობის →ქალაქ →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE