მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა - გიორგი კაკაურიძე
მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა - გიორგი კაკაურიძე

მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა - გიორგი კაკაურიძე

BM.GE2 ივნისი, 2026, 16:59|bm.ge

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც 8.3%-ს შეადგენდა, გადაიხედა მთლიანად 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა.

"4 თვეში 8 პროცენტზე მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 5%-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვინაიდან უკვე უფრო მაღალი მაჩვენებელია, გადავხედეთ ამ მიმართულებას და წელს პროგნოზი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება 6.3%. ეს არის საბაზო სცენარი, გვაქვს ასევე პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებიც, თუმცა 6.3%-ის ზრდა არის საბაზო ზრდა. ჩვენი ეკონომიკა არ არის მოწყვეტილი გლობალურ ეკონომიკას და რეგიონში არსებული კონფლიქტები გავლენას ახდენს ჩვენ ეკონომიკაზე. ოპტიმისტური სცენარით ზრდა აღწევს 7%-ს, ხოლო პესიმისტური სცენარით, რაც ყველა რისკის მატერიალიზაციას გულისხმობს დაახლოებით 4.4%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციას, წელს საბაზო სცენარით იქნება 4.9% ხოლო შემდგომ წლებში დაუბრუნდება 3%-ის სამიზნე მაჩვენებელს,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

მაისის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE