მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ დიპლომატიური აკადემიის სსიპ-ის დაფუძნების შესახებ დადგენილება გამოსცა
მთავრობამ დიპლომატიური აკადემიის სსიპ-ის დაფუძნების შესახებ დადგენილება გამოსცა

მთავრობამ დიპლომატიური აკადემიის სსიპ-ის დაფუძნების შესახებ დადგენილება გამოსცა

BM.GE12 ივნისი, 2026, 18:35|bm.ge

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის დაფუძნების შესახებ დადგენილება მიიღო. ახალი სსიპ-ი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნება და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას 2027 წლიდან გეგმავს.

10 ივნისის დადგენილების თანახმად, აკადემიის სახელმწიფო კონტროლს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. ამასთან, დაწესებულებას მიენიჭა უფლება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და გაიაროს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურები.

მთავრობის მიერ მომზადებული გათვლებით, დიპლომატიის აკადემიაში ჯამში 46 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის 30 საშტატო და 16 შტატგარეშე თანამშრომელი. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წლიური სახელფასო ფონდი 1.09 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2.99 მილიონი ლარი იქნება. თანხაში შედის როგორც პერსონალის ანაზღაურება, ისე აკადემიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციის ხარჯები. კერძოდ, ავტორიზაციისთვის 48 ათასი ლარი, ხოლო აკრედიტაციისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში - 2027-2029 წლებში - აკადემიის წლიური ბიუჯეტი 2.85 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, აკადემიის ხელმძღვანელს თანამდებობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს, ხოლო დაწესებულების წესდება სამინისტროს მიერ დამტკიცდება.

დიპლომატიის აკადემიის შექმნასთან ერთად, მთავრობა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონმდებლობაშიც ცვლილებებს ახორციელებს. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობად განისაზღვრება, რის შედეგადაც მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება. შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, მინისტრი ყოველთვიურად 1 360 ლარის ოდენობის დანამატს მიიღებს.

მთავრობის განმარტებით, დიპლომატიის აკადემიის მიზანი დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება იქნება. დაწესებულება საქმიანობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აუცილებელი ნებართვებისა და ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

აშშ, გერმანია, რუსეთი - რომელი ქვეყნები დებენ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტიციებს?

აშშ, გერმანია, რუსეთი - რომელი ქვეყნები დებენ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტიციებს?

BM.GE

როგორია ინფლაცია G20-ის ქვეყნებში?

როგორია ინფლაცია G20-ის ქვეყნებში?

BM.GE

ფოლადის წარმოების დაახლოებით 60%, ხოლო ფეროშენადნობების საწარმოების 40% გაჩერებულია - მერაბ ლომინაძე

ფოლადის წარმოების დაახლოებით 60%, ხოლო ფეროშენადნობების საწარმოების 40% გაჩერებულია - მერაბ ლომინაძე

BM.GE