მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ფოლადის წარმოებისთვის ახალი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
მთავრობამ ფოლადის წარმოებისთვის ახალი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ ფოლადის წარმოებისთვის ახალი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 19:52|bm.ge

საქართველოს მთავრობამ მძიმე მრეწველობას - ფოლადისა და თუჯის წარმოებას ახალი რეგულაციები განუსაზღვრა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 21 სექტემბრის №460 დადგენილება, რომელიც შავი მეტალის წარმოებისთვის ტექნიკურ მოთხოვნებს ადგენს. დოკუმენტი განსაზღვრავს მეტალურგიული საწარმოებისთვის გარემოსდაცვითი მართვის, ენერგოეფექტურობის, ემისიების, წყლისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მოთხოვნებს. დადგენილება მიღებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე.

რეგლამენტი ვრცელდება საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ კოქსს, ახორციელებენ ლითონური მადნის გამოწვას, ასევე თუჯისა და ფოლადის პირველად ან მეორად დნობას, თუ შესაბამისი დანადგარის საწარმოო სიმძლავრე საათში 2.5 ტონას აღემატება. მოთხოვნები მოიცავს ნედლეულის დამუშავებას, აგლომერაციასა და გრანულირებას, კოქსის წარმოებას, ბრძმედულ წარმოებას, ჟანგბად-კონვერტერულ და ელექტრორკალურ ფოლადის წარმოებასა და უწყვეტ ჩამოსხმას.

ძირითადი მოთხოვნები

დოკუმენტი განსაზღვრავს გარემოსდაცვითი ეფექტურობის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საწარმოებმა უნდა დააკმაყოფილონ. მოთხოვნები მოიცავს:

• გარემოსდაცვითი მართვის სისტემების დანერგვას, მენეჯმენტის ჩართულობით, პროცედურების დოკუმენტირებითა და რეგულარული აუდიტით; • ენერგოეფექტურობის ამაღლებას, მათ შორის, ტექნოლოგიური აირების (კოქსის, ბრძმედის, კონვერტერული აირის) ხელახალი გამოყენებით ენერგიის წარმოებისთვის; • ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირებას — კონკრეტული ზღვრული მაჩვენებლებით მტვრის, გოგირდის ოქსიდების (SOX), აზოტის ოქსიდების (NOX), ვერცხლისწყლისა და დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) გაფრქვევისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური საფეხურისთვის; • ჩამდინარე წყლების მართვას, მძიმე მეტალების, ნავთობპროდუქტების და სხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციის ზღვრებით; • ნარჩენების მართვას, პრიორიტეტით — თავიდან იქნეს აცილებული ნარჩენების წარმოქმნა და მაქსიმალურად მოხდეს მათი რეციკლირება საწარმოს შიგნით ან გარეთ; • დიფუზიური მტვრის ემისიების კონტროლს ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს; • ხმაურის შემცირებას შესაბამისი საინჟინრო და ორგანიზაციული ღონისძიებებით.

დადგენილების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვას უკავშირდება. რეგლამენტი ითვალისწინებს მენეჯმენტის ჩართულობას, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავებას, თანამშრომელთა გადამზადებას, მონიტორინგსა და გაზომვებს, პერიოდულ აუდიტს და გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს. ამასთან, საწარმოებმა უნდა შეამცირონ ენერგიის მოხმარება, მათ შორის ტექნოლოგიური აირების, მაგალითად კოქსის, ბრძმედისა და კონვერტერული აირების, ხელახალი გამოყენებით. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჭარბი სითბოს აღდგენასა და მის ხელახალ გამოყენებას.

ცალკე მოთხოვნებია განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის ემისიების შესამცირებლად. რეგლამენტი სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესისთვის ითვალისწინებს მტვრის, გოგირდისა და აზოტის ოქსიდების, ვერცხლისწყლისა და დიოქსინების/ფურანების ემისიების კონტროლს. საწარმოებს ასევე ევალებათ დიფუზიური მტვრის შემცირება ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს, მათ შორის დახურული კონვეირების, ფილტრაციის, წყლის მფრქვევანების, მყარი საფარის მქონე გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის კონტროლის გამოყენებით.

რეგლამენტი ასევე ადგენს ნარჩენებისა და ტექნოლოგიური ნაშთების მართვის პრინციპებს. პრიორიტეტი ენიჭება ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, საწარმოს შიგნით ხელახალ გამოყენებასა და რეციკლირებას, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მათ კონტროლირებულ მართვას. ჯართის გამოყენებისას გათვალისწინებულია მისი ხარისხისა და შემადგენლობის კონტროლი, მათ შორის მძიმე მეტალებით, ვერცხლისწყლით, ზეთებითა და სხვა დამაბინძურებლებით დაბინძურების რისკების შემცირება.

მოთხოვნები ვრცელდება ასევე ქარხნიდან ჩამდინარე წყლის მართვას და ინდუსტრიული ხმაურის რეგულირებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს ჩამდინარე წყლებში მძიმე მეტალების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა დამაბინძურებლების კონტროლს, ხოლო საწარმოებისთვის განსაზღვრავს ხმაურის შემცირების საინჟინრო და ორგანიზაციული ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას.

რეგლამენტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა არსებული საწარმოებისთვის მისი მოთხოვნები ამოქმედდება შესაბამისი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან. შესაბამისად, უკვე მოქმედ საწარმოებზე ახალი მოთხოვნები დაუყოვნებლივ არ გავრცელდება და მათი დანერგვა გარემოსდაცვითი ნებართვის პროცესს უკავშირდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში BAT-ის შესახებ რეგლამენტების შემუშავება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივასთან ჰარმონიზაციის პროცესის ნაწილად არის განსაზღვრული. სამინისტროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის BAT დასკვნები ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდაიმედი
  • მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდისფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

BM.GE

Bentley-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა - მისი ფასი $230,000-ია

Bentley-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა - მისი ფასი $230,000-ია

BM.GE

გერმანიაში მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა

გერმანიაში მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა

BM.GE

ბიზნესის რომელ სექტორებშია ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი?

ბიზნესის რომელ სექტორებშია ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი?

BM.GE