
მთავრობამ „მოსავლის მართვის კომპანიას“ ქონება 15 წლით უსასყიდლოდ გადასცა
BM.GE|bm.ge
მთავრობამ „მოსავლის მართვის კომპანიას“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა სარგებლობაში გადასცა.
1391-ე განკარგულების მიხედვით, ქონება სახელმწიფო კომპანიას 15 წლის ვადით უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით გადაეცა.
მიწის ნაკვეთის ფართობი ჯამში 133 091 კვ.მ.-ია და მასზე 26.8 კვ.მ.-ის ნაგებობა დგას.
ცნობისთვის, მოსავლის მართვის კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტო" მართავს.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge