
მთავრობამ საპატრიარქოს, ქარელის სოფელ ბატიურში, მიწა 1 ლარად გადასცა
BM.GE|bm.ge
მთავრობამ საპატრიარქოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბატიურში მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.
ირაკლი კობახიძემ შესაბამის 2340-ე განკარგულებას ხელი 7 ოქტომბერს მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, 1121 კვ.მ.-ის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. საპატრიარქომ საპრივატიზებო თანხა 1 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge