მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო
მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE22 აგვისტო, 2026, 21:42|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივლისში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 442 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, ანუ 48 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

დოკუმენტის მიხედვით, გადახდილი აქციზიდან 206 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 2.3%); 139 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 9.5%), ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 96 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 231%). შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია.

არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინის აქციზის გადასახადი შეადგენს 500 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ ბენზინის სიმკვრივეა 0.7361, ერთი ტონა ბენზინი შეადგენს 1358 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 37 თეთრს (უფრო ზუსტად 36.819 თეთრს) შეადგენს.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, ერთ ტონა დიზელზე აქციზი შეადგენს 400 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ დიზელის სიმკვრივეა 0.8367, ერთი ტონა დიზელი შეადგენს 1195 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 33.5 თეთრს (უფრო ზუსტად 33.473 თეთრს) შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 140 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდაიმედი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →საწვავის →

მსგავსი სტატიები

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

BM.GE

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE