მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობის საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა
მთავრობის საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა

მთავრობის საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:17|bm.ge

მთავრობაში საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოცემული ბრძანების მიხედვით, კახაბერ გულედანმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

გულედანმა ახალ პოზიციაზე ვახუშტი ბაგრატიონი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ პირველი მოადგილის პოსტიდან მოიხსნა და მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

გარდა ამისა, გამოიცა ბრძანება მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ცნობისთვის, აღნიშნული უწყება უქმდება.

მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დროებით დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს სამინისტრო სექტემბრიდან უქმდება და იქმნება ახალი - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო აპარატი, რომელსაც სათავეში ასევე მამუკა მდინარაძე ჩაუდგება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

BM.GE

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

BM.GE

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

BM.GE

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

BM.GE