მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცდელობაა, სომხეთთან დაგვაპირისპირონ - ირაკლი კობახიძე
მცდელობაა, სომხეთთან დაგვაპირისპირონ - ირაკლი კობახიძე

მცდელობაა, სომხეთთან დაგვაპირისპირონ - ირაკლი კობახიძე

BM.GE21 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

"ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოეული პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე ბრიუსელის გარკვეული ძალების დამოკიდებულება საქართველოსა და სომხეთის მიმართ.

„რაც შეეხება სომხეთთან შედარებას, ჩვენთვის ეს ცოტა უხერხული თემაა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მეზობლები, გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. აქედან გამომდინარე, ჩვენგან არასწორია შევედაროთ სომხეთს. მაგრამ, ზოგადად შევაფასებ იმ მცდელობებს, რასაც ვხედავთ აქაც ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოეული პატრონების მხრიდან, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით. ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება ვერავითარი კუთხით, ვერც ერთი მიმართულებით. მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ სომხეთთან დაკავშირებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო სომხეთის პრემიერ-მინისტრს [ნიკოლ ფაშინიანს], რომელსაც აქვს გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ეს არის გამოხატული მეგობრულ ურთიერთობებში, მათ შორის უშუალოდ მთავრობებს შორის. მან პირდაპირ ისიც კი თქვა, რომ საქართველოს გარეშე სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბარი იყო წარმოუდგენელი. ამას რა განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ესეც გახსოვთ. მან თქვა, რომ სომხეთი არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს შუა აზიას ევროპასთან. როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE