მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 00:40|bm.ge

საერთაშორისო ვაჭრობისას ყურადღება ხშირად პროდუქტის ხარისხსა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე მახვილდება, თუმცა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ექსპორტის ეკონომიკურ ეფექტიანობას ხშირად ლოგისტიკური პრობლემები და საბაჟო-სასაზღვრო პროცედურები განსაზღვრავს.

ამის შესახებ ACT Global-ის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, სალომე დანელიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ტვირთების კონსოლიდაციის ხანგრძლივი პროცესი არღვევს მიწოდების საოპერაციო ვადებს და ზრდის დანახარჯებს, რამაც, შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი ქართული პროდუქციის ექსპორტი ეკონომიკურად არაეფექტიანი გახადოს.

"როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ პროდუქტის ხარისხზე, სტანდარტიზაციაზე და იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს. თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა იმ ფაქტორებს, რომლებიც მიუხედავად პროდუქტზე არსებული მოთხოვნისა და რეალიზაციის კარგი პერსპექტივისა, ევროკავშირის ბაზარზე მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ექსპორტირებულ პროდუქტს ეკონომიკურად არაეფექტიანს ხდის. ამის მიზეზია ლოგისტიკური სისტემები, მიწოდების დროში გახანგრძლივება, საბაჟო-სასაზღვრო პროცედურები და მათთან დაკავშირებული ხარჯები თუ გამოწვევები.

ეს საკითხები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შუა დერეფნისა და სატრანსპორტო სისტემების კონტექსტში. კვლევის პროცესში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მცირე და საშუალო მეწარმეები, ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რამდენიმე ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა:

• შეზღუდული ხელმისაწვდომობა და კონსოლიდაცია: მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც პროდუქტი მცირე რაოდენობით გააქვთ ევროკავშირის ბაზარზე, შეზღუდული აქვთ პირდაპირი წვდომა. მათ სჭირდებათ ტვირთების კონსოლიდირება, რაც დროში გახანგრძლივებული პროცესია და შესაბამისად, საოპერაციო დროს ზრდის. • სატრანსპორტო ხარჯების სხვაობა: მსხვილ მწარმოებლებს, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის დიდი მოცულობა გააქვთ ექსპორტზე, დაახლოებით 20-30%-ით ნაკლებ სატრანსპორტო ხარჯს წევენ, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეები. მიზეზი ისაა, რომ მცირე მეწარმეები ვერ ახერხებენ კონტეინერების ან ტრაილერების სრულად შევსებას, რის გამოც ტვირთების გაერთიანება ესაჭიროებათ. ეს პროცესი აჭიანურებს მიწოდებას და არღვევს საოპერაციო ვადებს", - ამბობს დანელია.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები (SME), რომლებიც ბიზნესსექტორის დასაქმების 60%-ს და გამოშვების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანისას სერიოზულ ლოგისტიკურ გამოწვევებს აწყდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქართულ საქონელს ევროკავშირში უბაჟო წვდომას ანიჭებს, სატრანსპორტო სისტემაში არსებული შეზღუდვები ადგილობრივ მწარმოებლებს ხელს უშლის ეს შესაძლებლობა რეალურ შედეგებად აქციონ.

ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში „საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა“, რომელიც კომპანია ACT-მ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოამზადა.

ვრცლად ამ თემაზე: ძვირი ლოგისტიკა, როგორც ბარიერი - რატომ უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირში ექსპორტი?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია 23 ნოემბერს იხსნება - Merab Dvalishvili MMA Academy

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია 23 ნოემბერს იხსნება - Merab Dvalishvili MMA Academy

BM.GE