მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart
ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 01:30|bm.ge

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ქართული კომპანიების ნაწილი საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების გამოშვებით არის დაინტერესებული.

როგორც Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი BMG-სთან აცხადებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე დალისტული ქართული კომპანიების აქციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია.

მისი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული კომპანიებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოლოდინია, რომ მომავალ წელს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ახალი ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდებიც დაემატება.

„აქციების ბაზრის განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც არის. არა იმიტომ, რომ ობლიგაციების ბაზარი გაჯერებულია, არამედ იმიტომ, რომ ქართულ კომპანიებს ამ ფინანსურ რესურსზეც ჰქონდეს წვდომა. დღესდღეობით აქციების კაპიტალზე წვდომა საქართველოში ძალიან დაბალია და რამდენიმე კომპანიაა ლონდონში დალისტული, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ბაზას აქვს დაინტერესება ქართული კომპანიების მიმართ. ზოგადად რომ შეხედოთ ქართულ აქციებს, ლონდონში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგები აქვთ ნებისმიერი [სხვა] ქვეყნის აქციებზე, იქნება ეს ბრიტანული თუ სხვა უცხოური აქციები. ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ინვესტორების, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორების მხარეს დიდი ინტერესი იქნება ქართული აქციების მიმართ და მეორე მხრივ, ვხედავთ უკვე დაინტერესებას კომპანიების მხარესაც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და აქციების ემისია გააკეთონ. დიდი ალბათობით უკვე მომავალი წლიდან ამ მიმართულებით უფრო დიდ აქტივობასაც დავინახავთ და უკვე კონკრეტულ სახელებს დავინახავთ, რომლებიც აქციების ბაზარზე გამოვლენ საერთაშორისო კაპიტალის მისაღებად.

ამ ეტაპზე მიდის ამაზე [ქართული კომპანიების მიერ უცხოურ საფონდო ბირჟაზე] აქციების გამოშვებაზე ლაპარაკი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა, ალბათ 9-12 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად რეალურ შედეგში გადაითარგმნება ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.

Galt & Taggart-ში ასევე აცხადებენ, რომ ეს პროცესები მოსალოდნელია, რომ მათ შორის ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო ბირჟის და აქციების ბაზრის განვითარებასაც.

„რაც შეეხება ადგილობრივი აქციების ბაზარს, მას თავისი ადგილი ექნება, ოღონდ უფრო პატარა კომპანიებისთვის. ჩვენ ველით, რომ კაპიტალის ბაზრებზე ყველაზე დიდი კომპანიები გამოვლენ და ისეთი თანხების ათვისებაზე წავლენ, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის ძალიან დიდი და ალბათ დაძლევადი არ იქნება. ამიტომ საერთაშორისო ბაზრები რეალურად უფრო საინტერესოა. ლონდონში არსებული ინვესტორები ძალიან კარგად გვიცნობენ უკვე ქართულ კომპანიებს, საქართველოს ეკონომიკას. ქართული ფასიანი ქაღალდი რაც შეუძენიათ, ძალიან კარგ შედეგებს აძლევთ. ამიტომ გვგონია, რომ ამ კუთხით ალბათ ყველაზე კარგი ლონდონის საფონდო ბირჟაა სამომავლოდ.

ქართულ [საფონდო] ბირჟას დღესდღეობით არ აქვს ლიკვიდობა, მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდის გაყიდვა რომ მოგინდეს, ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ ინვესტორთა ბაზა უფრო ვიწროა, ჯამური ინვესტიციის მოცულობა უფრო დაბალია, ამიტომ საერთაშორისო ბირჟები უფრო მიმზიდველია განსაკუთრებით დიდი ტრანზაქციებისთვის. თუმცა გვგონია, რომ საერთაშორისო ბაზარმა შეიძლება შემდეგ უკვე გამოიწვიოს ის, რომ ადგილობრივი [საფონდო] ბირჟაც განვითარდეს. იმიტომ, რომ გვინდა, ის ინვესტორები, ვინც დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ქართულ ქაღალდებს ყიდულობენ, საქართველოშიც ჩამოვიყვანოთ და ამაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებიც შევთავაზოთ და არა მარტო უცხოურ ბირჟაზე დალისტული ობლიგაცია ან აქცია“, - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

BM.GE

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია 23 ნოემბერს იხსნება - Merab Dvalishvili MMA Academy

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია 23 ნოემბერს იხსნება - Merab Dvalishvili MMA Academy

BM.GE