მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცხეთა-მთიანეთში 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი 3-მა სტარტაპმა მოიპოვა - GITA
მცხეთა-მთიანეთში 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი 3-მა სტარტაპმა მოიპოვა - GITA

მცხეთა-მთიანეთში 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი 3-მა სტარტაპმა მოიპოვა - GITA

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 17:40|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამი გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა.

GITA-ს ინფორმაციით, გამარჯვებული სტარტაპებია: Janux, ციფრული ტურგიდი - Voyix, პროფესიონალური ვიდეოკონვერტორებისთვის ინტელექტუალური თერმული მართვის სისტემა.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.

2026 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 7 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 27 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რატომ გაატარეს მოსწავლეებმა თუნდაც ერთი დღე საფრთხის ქვეშ?" - ვანო გომურაშვილი N21 სკოლის კრიზისზე

"რატომ გაატარეს მოსწავლეებმა თუნდაც ერთი დღე საფრთხის ქვეშ?" - ვანო გომურაშვილი N21 სკოლის კრიზისზე

BM.GE

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები

BM.GE

GREDA სახელმწიფოსგან გენერაციის შეზღუდვაზე რისკების გადანაწილების სტრატეგიას ელოდება

GREDA სახელმწიფოსგან გენერაციის შეზღუდვაზე რისკების გადანაწილების სტრატეგიას ელოდება

BM.GE

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

BM.GE