
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
BM.GE|bm.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა."მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზაუტაშვილი დღემდე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge