მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცხეთის რაიონში “ფორდის“ მიკროავტობუსით გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი გადაჰქონდათ | სეს
მცხეთის რაიონში “ფორდის“ მიკროავტობუსით გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი გადაჰქონდათ | სეს

მცხეთის რაიონში “ფორდის“ მიკროავტობუსით გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი გადაჰქონდათ | სეს

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 21:10|bm.ge

წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.

"კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება", - აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ფორმა 2-ის გარეშე, მეწარმეებმა კი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

BM.GE

თბილისში, WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „როსსელხოზნადზორის“ დელეგაციაც მონაწილეობდა

თბილისში, WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „როსსელხოზნადზორის“ დელეგაციაც მონაწილეობდა

BM.GE

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

BM.GE

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

BM.GE