მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

BM.GE2 მაისი, 2026, 17:36|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების განხორციელების შედეგად სკოლები 8 ათასამდე მოსწავლეს მოემსახურება და მოიცავს როგორც რეგიონებს, ისე დედაქალაქს.

პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.

ხელშეკრულებები ითვალისწინებს სკოლების შენობების მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განახლების დეტალური გეგმების მომზადებას, რაც მოიცავს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მათ გამაგრებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას და მათ ადაპტირებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნებზე. გაუმჯობესდება საინჟინრო კომუნიკაციები, მათ შორის განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემო და განხორციელდება ტერიტორიების კეთილმოწყობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE