მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია - მაგთიკომმა 3650 მეტრზე 5G ქსელი გაუშვა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია - მაგთიკომმა 3650 მეტრზე 5G ქსელი გაუშვა

მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია - მაგთიკომმა 3650 მეტრზე 5G ქსელი გაუშვა

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:42|bm.ge

საქართველოში პირველად, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე, მაგთიკომმა 5G ქსელი გაუშვა.

მეტეო სადგური საბაზო ბანაკი და ბოლო გაჩერებაა მყინვარწვერამდე, სადაც ალპინისტები და მოყვარულები აკლიმატიზაციას გადიან, ძალას იკრებენ და ბუნების სიმკაცრეს ეჩვევიან. აქ, სადაც ჟანგბადიც კი იკლებს, უკვე მაგთის 5G მუშაობს.

მაგთიკომის ამ პროექტით, საქართველო 5G ქსელის ყველაზე მაღალ წერტილზე ხელმისაწვდომობის მიხედვით, რეგიონში პირველ ადგილს იკავებს, ევროპაში ხუთეულში შედის, მსოფლიოში კი - ათეულში.

მეტეო სადგურზე კავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოების და ბიზნესშესაძლებლობების განვითარების მხრივაც.

ამ სიმაღლეზე 5G ტექნოლოგიის ამუშავებით, მაგთიკომმა შესაძლებელი გახადა:

• საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული ონლაინ კოორდინაცია; • ალპინისტებისა და ექსპედიციების უსაფრთხო კომუნიკაცია; • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; • ამინდის მონიტორინგისა თუ სხვა მონაცემების მყისიერი გადაცემა; • ვიდეო ზარების რეალურ დროში განხორციელება.

ეს მაგთიკომის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც საქართველოს იმ მაღალტექნოლოგიური ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც სიმაღლისა თუ რთული რელიეფის მიუხედავად, ციფრული ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE