
Mythos-ი AI მოდელები ბრუნდება - აშშ-მა Anthropic-ის შეზღუდვები მოუხსნა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Anthropic-მა უძლიერეს ხელოვნური ინტელექტის მოდელ Mythos-ზე საჯარო წვდომა სრულად აღადგინა.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონმა ახალი ტექნოლოგიის კიბერუსაფრთხოების რისკების დეტალურად შესწავლის შემდეგ საექსპორტო შეზღუდვები საბოლოოდ გააუქმა. მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი მოდელების გამოყენება პოტენციური საფრთხეების გამო აუკრძალა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ მკაცრი სანქციები მოდელების პრეზენტაციიდან სულ რაღაც სამ დღეში ამოქმედდა.
მაშინ თეთრმა სახლმა შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება Amazon-ის ანგარიშის საფუძველზე მიიღო. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს დამცავი მექანიზმების გვერდის ავლის ისეთი მეთოდი, რომელიც პროგრამული ხარვეზების პოვნას აადვილებდა და Mythos-ის ბოროტმოქმედების მიერ გამოყენების შემთხვევაში წამყვან კომპანიებს ჰაკერული თავდასხმების საფრთხის წინაშე აყენებდა.
ბოლო კვირების განმავლობაში Anthropic-მა უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გააძლიერა და ისინი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სპეციალურმა ცენტრმაც შეამოწმა და მისაღებად ჩათვალა.
საყურადღებოა, რომ Mythos-ის ბაზარზე დაბრუნების პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციამ Anthropic-თან ახალი შეთანხმებაც დადო, რომლის თანახმადაც სტარტაპი აშშ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააფართოებს. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ მხარეები უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შემუშავებაზე ამიერიდან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ტექნოლოგიური გიგანტი ვალდებულებას აიღებს, რომ ნებისმიერი საეჭვო ან ბოროტმოქმედული აქტივობის შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდის.
BM.GE
წყარო: bm.ge