მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზა კერძების კომპანია "კნატუნას" და რესტორან "ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა | სეს-მა ობიექტები დააჯარიმა
მზა კერძების კომპანია "კნატუნას" და რესტორან "ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა | სეს-მა ობიექტები დააჯარიმა

მზა კერძების კომპანია "კნატუნას" და რესტორან "ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა | სეს-მა ობიექტები დააჯარიმა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 16:37|bm.ge

თბილისში მზა კერძების კომპანია "კნატუნას" და აჭარაში რესტორან "ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა და დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაჯარიმდა გორში მოქმედი არალეგალური ფრინველის სასაკლაო.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი “კნატუნა” (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.

არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

BM.GE

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

BM.GE

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

BM.GE