მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მზად ვარ, მოვუსმინო თითოეულ ადამიანს, ვინც კულტურას ქმნის“ - მაია ბითაძის პირველი კომენტარი
„მზად ვარ, მოვუსმინო თითოეულ ადამიანს, ვინც კულტურას ქმნის“ - მაია ბითაძის პირველი კომენტარი

„მზად ვარ, მოვუსმინო თითოეულ ადამიანს, ვინც კულტურას ქმნის“ - მაია ბითაძის პირველი კომენტარი

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 15:33|bm.ge

კულტურის ახლად დანიშნული მინისტრის, მაია ბითაძის განცხადებით, იგი კარგად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც მას მმართველმა გუნდმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დააკისრეს.

ბითაძემ აღნიშნა, რომ სფეროში მრავალწლიანი სახელმწიფო გამოცდილებით მოდის და მზადაა, დარგის პროფესიონალებს მოუსმინოს.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მე მაკისრია, როგორც გუნდის, ისე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის და იდენტობის ნაწილია. სწორედ ის ენაა, რითაც უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდსა და კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და დასძინა, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი:

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც წლებია, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა. ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა.

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და ძალიან დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი და გული შესტკივა, უყვარს ეს სფერო. იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“.

ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.

კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ რუხაძემ პოსტი 28 ივლისს დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, სათანადო ყურადღება დაეთმო საქმისთვის, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 სექტემბერს დააანონსა, რომ მინისტრის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენდა და სხვა საკადრო ცვლილებები მოლოდინი კაბინეტში აღარ აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა შედეგებით უერთდება რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის უწყებას - ბაჩიაშვილის განმარტება

რა შედეგებით უერთდება რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის უწყებას - ბაჩიაშვილის განმარტება

BM.GE

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

BM.GE

შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტს, ვინ გადავა რეგიონული სამინისტროდან გაერთიანებულ უწყებაში

შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტს, ვინ გადავა რეგიონული სამინისტროდან გაერთიანებულ უწყებაში

BM.GE

"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?

"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?

BM.GE