მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმა და ა.შ. - ირაკლი კობახიძე
მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმა და ა.შ. - ირაკლი კობახიძე

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმა და ა.შ. - ირაკლი კობახიძე

BM.GE3 მაისი, 2026, 01:23|bm.ge

"მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, როდესაც საუბარია 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას.

„მაგალითად რომ ავიღოთ პარკირების ჯარიმა, მილიონი თუ არის წელიწადში და ჩვენც დაახლოებით ეს მონაცემები გვქონდა, წელიწადში ერთ სულზე გამოდის 25 თეთრი და მარტო ეს რომ იყოს პრობლემა. ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, თუმცა გეთანხმებით, რომ ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ, უბრალოდ ასეთი ტიპი საკითხები ნაკლებად არსებითია გავლენის კუთხით ფასწარმოქმნაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ამ 86%-ში 1%-იც ვერ იქნება ასეთი ფაქტორების წვლილი, თუმცა გეთანხმებით, რომ მაინც განსახილველია ნებისმიერი ასეთი საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა ფასების პოლიტიკაზე დებატებისას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE