მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

BM.GE5 აგვისტო, 2026, 18:18|bm.ge

“ქოლგა ვერ დაგიცავს” - ამ სიტყვებით შარშან ზაფხულში PSP-მ გვასწავლა, რომ მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, თუ ქოლგის ქვეშ ვიმყოფებით. მეტი სიცხადისთვის კი კამპანიის მთავარ სახედ შეზლონგის და ქოლგების გამქირავებლები აქცია. მათი ხელითვე დაარიგა 4600 მილი ლიტრი მზისგან დამცავი საჩუქრად.

PSP-ს მიზანია, მოსახლეობამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რომ “უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”.

თუ შარშან ბრენდმა გავრცელებულ მითებს სანაპიროზე გამოუცხადა ბრძოლა, წელს ტერიტორია გააფართოვა და გზავნილს ავრცელებს ყველგან, სადაც მზეა. აღმოჩნდა, რომ “მზეს ვერ დაემალები” და ულტრაიისფერმა მავნე გამოსხივებამ შეიძლება მოგვაგნოს ჩრდილშიც, შენობაშიც, მანქანაშიც, ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყველგან.

ამ მისიით ბრენდმა თავად “მზე” აალაპარაკა, კამპანიის სახე, რომელიც ქუჩებში, პარკებში, სკვერებში დადის და ჩრდილში მყოფ ადამიანებსაც კი არ აძლევს მოსვენებას, შეახსენებს, რომ მას ვერსად დაემალები, თუ მზისგან დამცავი არ გისვია.

ამის პარალელურად, PSP დაუპარტნიორდა გალფს და ბენზინგასამართ სადგურებზე პირველი SPF Drive შექმნა, ადგილი, სადაც მძღოლებს საწვავის ჩასხმასთან ერთად, შეუძლიათ მზისგან დამცავით დაიმუშაონ ხელები, განსაკუთრებით მარცხენა ხელი, რომელიც ყველაზე ხშირადაა ე.წ. “მძღოლის რუჯის” მსხვერპლი.

“ზაფხული მხიარულების, დასვენების, მზის სეზონია და რატომღაც ძალიან მარტივად ვიჯერებთ მითებს, რომელსაც რეალურად ჩვენი კანისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მომხმარებელმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს და იცოდეს, რომ რეალურად “უსაფრთხო რუჯი” არ არსებობს. არადა ეს ფრაზა ხშირად რეკლამებიდანაც კი გვესმის. ვეცადეთ კამპანიისთვის ლაღი და მსუბუქი განწყობა შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გზავნილიც მიგვეტანა საზოგადოებამდე.” - აცხადებს PSP -ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე.

კამპანიაზე უკვე ტრადიციულად, PSP-ს პარტნიორმა შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებსრუსთავი 2
  • ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვა საკანონმდებლო დონეზე - ხელისუფლების მზადყოფნა საინიციატივო ჯგუფების მოთხოვნაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ყველაფერს გააკეთებს - ირაკლი კობახიძე

მთავრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ყველაფერს გააკეთებს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული, ხოლო ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ტურიზმის პროგრამები დაემატა - კობახიძე

სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული, ხოლო ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ტურიზმის პროგრამები დაემატა - კობახიძე

BM.GE

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE