მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე ბუმი აღარ არის - Green Energy
მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე ბუმი აღარ არის - Green Energy

მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე ბუმი აღარ არის - Green Energy

BM.GE7 ივნისი, 2026, 02:40|bm.ge

მზის სადგურების მშენებელ და დეველოპერ კომპანიებში აცხადებენ, რომ ნეტო დარიცხვის სქემის პირობებში, ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირებულია.

როგორც Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ BMG-ის განუცხადა, ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ დაბალია, რაც მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობას ეკონომიკურად ნაკლებად საინტერესოს ხდის. მისივე თქმით, ეს მოდელი ბიზნესისთვის საინტერესო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ტარიფი გაიზრდება.

“ნეტო დარიცხვის სტრუქტურა მუშაობს ისე, რომ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ საათს უნდა გქონდეს მოხმარება, რომ სრულად გახარჯო ეს ელექტროენერგია, ანუ მისი ათვისება მოხდეს. თუ იმ მომენტში არ გაქვს ელექტროენერგიის მოთხოვნა, გიწევს დენის საკმაოდ დაბალ ფასად მიწოდება, რაც ეკონომიკურად გაუმართლებელია ბიზნესისთვის. ანგარიშის კალკულაციას რომ ვაკეთებთ, პრაქტიკულად, დღის განმავლობაში თუ საწარმო შეჩერდა, გამომუშავებული ელექტროენერგია, ჩათვალეთ, რომ სიმბოლურ ფასში ბარდება “ენერგო-პროს”. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მოთხოვნა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ნული არის. რამდენიმე კომპანიასთან ვისაუბრეთ ნეტო დარიცხვაზე და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ ეკონომიკურად გაუმართლებელი არის და უარის თქმა მოუწიათ. 10 წელიწადში დაიფარებაო [ჩადებული ინვესტიცია], მაგრამ რა იქნება 2033 წლის შემდეგ, ეგეც არავინ იცის. აქედან გამომდინარე, ყველაფერია მოსალოდნელი და 10-წლიან რისკში შესვლა ცოტა გაუგებარია.

კარგი იქნება, თუ შესასყიდი ჭარბი ელექტროენერგიის ფასი, ანუ რასაც ვერ გახარჯავს საწარმო, ესკოს ფასს მიუახლოვდეს. თუ ვერ ათვისებული ელექტროენერგია ესკოს ფასით დარეგულირდება, ვფიქრობ, სამართლიანიც იქნება ამ შემთხვევაში. ესკოს ფასი ცვალებადი არის, ბაზარზე არის დამოკიდებული, მერყეობს 13 თეთრიდან 17 თეთრამდე, გააჩნია თვეს.

ამ ეტაპზე პრაქტიკულად ბაზარი არის უკვე გაჩერებული და ისეთი ბუმი არ არის, მაგალითად, როგორც იყო შარშან. ანუ, წელს საკმაოდ დაცემული არის [მშენებლობის ტემპი] ჩვენი კომპანიის ფონზეც და ჩვენი კოლეგა კომპანიების ფონზეც. ის, რაც ასაშენებელი იყო [მიკროსიმძლავრის სადგურები], პრაქტიკულად უკვე ავაშენეთ”, - განაცხადა დავით შვანგირაძემ.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან რეგიონებში, “ენერგო პროს” აბონენტებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს. ამ დროისთვის ამ დროისთვის ნეტო დარიცხვის სისტემაში 100-მდე მომხმარებელია ჩართული.

ნეტო აღრიცხვის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შესაძლებელია თბილისში, “თელასის” აბონენტებისთვის, სადაც ჯერჯერობით ქსელში ინტეგრაციის 20%-იანი ლიმიტი ამოწურული არაა. თუმცა 2027 წლიდან უკვე თბილისშიც ყველა ახალ მიკროსიმძლავრის სადგურს ქსელში ჩართვა ნეტო დარიცხვის სქემით მოუწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE