მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნადარაია: „უძრავი ქონების ფასების ზრდა ლარში ინფლაციას უსწრებს“ - არის თუ არა ვითარება კრიტიკული?
ნადარაია: „უძრავი ქონების ფასების ზრდა ლარში ინფლაციას უსწრებს“ - არის თუ არა ვითარება კრიტიკული?

ნადარაია: „უძრავი ქონების ფასების ზრდა ლარში ინფლაციას უსწრებს“ - არის თუ არა ვითარება კრიტიკული?

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 02:56|bm.ge

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შესაძლო „ზედმეტ“ გაძვირებაზე მსჯელობისას, ეკონომისტი ოთარ ნადარაია მონაცემებს საერთო ინფლაციას ადარებს.

მისი თქმით, საქართველოში ბინების ფასი ლარში უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სხვა ყოველდღიური პროდუქტები თუ სერვისები. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ეკონომისტი განმარტავს, რომ ეს საყურადღებო ფაქტია, თუმცა განგაშის საფუძველი ჯერ არ არსებობს.

„ინდიკატორი იმისა, არის თუ არა უძრავი ქონება ზედმეტად გაძვირებული, არის ის გაძვირდა თუ არა უძრავი ქონება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. საქართველოში ბინის ფასი ლარში უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ფასები. ეს საყურადღებო ინდიკატორია, თუმცა წითელს არ ანათებს ისე, როგორც 2005–2008 წლებში ან საბერძნეთში მოხდა,“ - განმარტავს ნადარაია.

სექტორის სამომავლო დინამიკაზე საუბრისას, ნადარაია ყურადღებას ამახვილებს საგარეო და გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. ბოლო პერიოდში ბაზრის მკვეთრი ზრდა, მოთხოვნის მომატება და ლარის გამყარება დიდწილად უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიგრანტების ნაკადმა განაპირობა, მხოლოდ თბილისში მიგრანტების მიერ 40,000-მდე ბინადრობაა დაკავებული.

ომის დასრულებამ ან მიგრანტების გადინებამ შესაძლოა ბაზარზე სერიოზული წნეხი შექმნას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მშენებლობების მასშტაბები და მიწოდება რეკორდულად გაზრდილია.

ამასთანავე, უძრავი ქონების მაღალმა მოგებიანობამ განაპირობა ის, რომ ინვესტიციების სტრუქტურაში მშენებლობის წილი მკვეთრად გაიზარდა და კაპიტალმა სხვა სექტორებიდან უძრავ ქონებაში გადაინაცვლა. ოთარ ნადარაიას დასკვნით, რადგან უძრავი ქონება ციკლური სექტორია, იმ პირობებში, როდესაც ფასწარმოქმნა ძირითადად ლარს ეფუძნება, სავალუტო რისკების იგნორირება და უცხოურ ვალუტაში ჭარბი დასესხება ბაზრის მონაწილეებისთვის შესაძლოა მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცეს.

„მოთხოვნასა და ლარის გამყარებაზე დიდი გავლენა იქონია უკრაინის ომმა და მიგრანტების ნაკადმა, დაახლოებით 40,000 ბინაა თბილისში, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ. ომის დასრულებამ და მიგრანტების გასვლამ შესაძლოა ბაზარზე დიდი წნეხი შექმნას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიწოდება და მშენებლობები მასშტაბურად გაზრდილია.

ასევე, ინვესტიციების სტრუქტურაში მშენებლობის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან სექტორი მოგებიანი გახდა, სხვა სექტორებიდანაც გადმოვიდა კაპიტალი, რაც დამატებით რისკებს აჩენს, თუ ბაზარზე ვითარება შეიცვლება," - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა Samsung-ი $14 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა Samsung-ი $14 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

სამხრეთ კორეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

BM.GE

UBS-ის დაბეგვრამდე მოგება მესამე კვარტალში 27%-ით, $3.59 მილიარდამდე გაიზარდა

UBS-ის დაბეგვრამდე მოგება მესამე კვარტალში 27%-ით, $3.59 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

რა კომპანიაა Polygon Foundation-ი, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც ირაკლი კობახიძე შეხვდა

რა კომპანიაა Polygon Foundation-ი, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც ირაკლი კობახიძე შეხვდა

BM.GE