მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NAEC: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
NAEC: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

NAEC: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

BM.GE18 ივნისი, 2026, 16:49|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ.

საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.naec.ge, 22 ივნისს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 4 000-ით აღემატება. ამასთან, წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებულა, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე - 29 000-ზე მეტი მონაწილე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

77 სკოლის დასასრულებლად ₾425 მილიონის პროექტები ხორციელდება - სამინისტრო

77 სკოლის დასასრულებლად ₾425 მილიონის პროექტები ხორციელდება - სამინისტრო

BM.GE

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თემქაზე, ზღვისუბანში - რას სთავაზობს უძრავი ქონების ბაზარს G2 Development-ი?

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თემქაზე, ზღვისუბანში - რას სთავაზობს უძრავი ქონების ბაზარს G2 Development-ი?

BM.GE

ველოდებით, რომ საავიაციო საწვავზე ფასი ივლისიდან კიდევ უფრო დაიკლებს - "ჯორჯიან პეტროლიუმი"

ველოდებით, რომ საავიაციო საწვავზე ფასი ივლისიდან კიდევ უფრო დაიკლებს - "ჯორჯიან პეტროლიუმი"

BM.GE

აშშ-ის მთავრობა AI-კომპანიებში წილების შეძენას და სუვერენული ფონდის შექმნას განიხილავს

აშშ-ის მთავრობა AI-კომპანიებში წილების შეძენას და სუვერენული ფონდის შექმნას განიხილავს

BM.GE