
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თემქაზე, ზღვისუბანში - რას სთავაზობს უძრავი ქონების ბაზარს G2 Development-ი?
თბილისში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო - პროექტს, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 21 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანია G2 Development თემქაზე, ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის N30-ში ახორციელებს.
პროექტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველი ტერაბანკთან თანამშრომლობაა - მშენებლობა ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაც სამუშაოების შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
15-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 140 ბინას გააერთიანებს. გეგმარება ბინების მრავალფეროვან არჩევანს ითვალისწინებს - 41 მ²-დან 125 მ²-მდე - რაც კომფორტულ პირობებს ქმნის როგორც მათთვის, ვინც პირველ დამოუკიდებელ საცხოვრებელს ეძებს, ისე ახალგაზრდა წყვილებისა თუ მრავალსულიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც მეტი პირადი სივრცე ესაჭიროებათ.
გარდა ამისა, პროექტი ურბანულ სივრცეში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - პარკირების პრობლემასაც აგვარებს. შენობაში მობინადრეებისთვის ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, რომელიც 66 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
პირველ სართულზე კი 1500 მ² ფართობის ტერიტორია კომერციულ ობიექტებს დაეთმობათ, რაც მობინადრეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, სადაც ყოველდღიური საჭიროების ობიექტები საცხოვრებელ ბინასთან ძალიან ახლოსაა.
პროექტი თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ბინები მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციით ჩაჰბარდებათ. შენობის თბოიზოლაციისა და ენერგოეფექტურობისთვის გამოიყენება სპეციალური გაზობეტონის ბლოკები, ხოლო თითოეულ ბინაში მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა დამონტაჟდება.
ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე კომპლექსი მოსახერხებელი საგზაო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ლოკაცია მობინადრეებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად დაუკავშირდნენ თბილისის როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ისე, მიზიდულობის ცენტრებსა და მასშტაბურ სავაჭრო ობიექტებს გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით.
ტერაბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, G2 Development დაინტერესებულ პირებს ბინის შესაძენად გადახდის მოქნილ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
• 10% - მინიმალური პირველადი შენატანი ბინის დასაჯავშნად; • 20% - შიდა განვადება, რომელიც მშენებლობის პროცესზე ნაწილდება (30 თვე); • 70% - გადახდა ხდება მხოლოდ მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ.
G2 Development-ის ახალი პროექტი არის შესაძლებლობა, დააბანდოთ კაპიტალი თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, რომლის ფინანსურ სანდოობას ტერაბანკის მხარდაჭერა, ხოლო ხარისხს კომპანიის გამოცდილება და სტანდარტები განაპირობებს.
BM.GE
წყარო: bm.ge