მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ფორმულა|formulanews.ge

შსს-ს ინფორმაციით,ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი.

"პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინესტვ პირველი
  • პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აშშ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს წამების მუხლით ახალ ბრალდებებს წაუყენებსBM.GE
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

ფორმულა

მერცი: რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

მერცი: რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

ფორმულა

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

ფორმულა

TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია

TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია

ფორმულა