მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE12 ივნისი, 2026, 15:39|bm.ge

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - დასძინა ნათია თურნავამ.მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

წელს ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი 45%-ით გაიზარდა|რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE