მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NATO-ს ხელმძღვანელი - "ომში წასული რუსი ახალგაზრდები სიკვდილისთვის არიან განწირულები"
NATO-ს ხელმძღვანელი - "ომში წასული რუსი ახალგაზრდები სიკვდილისთვის არიან განწირულები"

NATO-ს ხელმძღვანელი - "ომში წასული რუსი ახალგაზრდები სიკვდილისთვის არიან განწირულები"

BM.GE5 ივნისი, 2026, 04:05|bm.ge

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდა რუსებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ბრძოლებში ჩართვისაგან, რადგან ეს მათი სიკვდილით დასრულდება. რუტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს პირდაპირ მიმართა და სამხედრო სამსახურში ჩაწერის მსურველებს განუცხადა, რომ ეს მათთვის წაგებიანი გარიგება იქნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სიტყვით გამოსვლისას მარკ რუტემ ყურადღება რუსი წვევამდელების მძიმე პირობებზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, ფრონტზე გაგზავნილი ახალგაზრდები შესაბამის მომზადებას ვერ გადიან. ამასთან, მათ უხარისხო აღჭურვილობას აძლევენ, რის გამოც ბრძოლის ველზე დაღუპვის ან დაჭრის ალბათობა უკიდურესად იზრდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ დაჭრის შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები ტალახში დასახოცად უყურადღებოდ რჩებიან.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სტატისტიკას, მარკ რუტემ მათზეც ისაუბრა და რუსეთის დანაკარგებს გამაოგნებელი უწოდა. მისი თქმით, უკრაინაში ყოველთვიურად 30,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება. აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს მაჩვენებელი აჭარბებს იმ მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1980-იან წლებში, ავღანეთის ათწლიანი ომის განმავლობაში განიცადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE