მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა
ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

BM.GE18 ივნისი, 2026, 14:16|bm.ge

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $78-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 74.5 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 64 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 37%-იანი კორექციაა.

საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 40%-ით არის გაიაფებული.

გარდა ნავთობისა, მკვეთრ ვარდნას განიცდის ბუნებრივი აირიც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაიაფებული და ამჟამად მეგავატ-საათზე 40 ევროდ ივაჭრება.

ენერგეტიკული რესურსების გაიაფება ჰორმუზის სრუტის გახსნის მოლოდინთან და მიწოდების ჯაჭვის აღდგენის პროგნოზთან არის დაკავშირებული, რასაც ირანის სამშვიდობო შეთანხმება განაპირობებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GWP-ის გაფრთხილება: მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება

GWP-ის გაფრთხილება: მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება

BM.GE

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ₾3.5 მილიონად მართვის მოწმობის გამოცდის 50 ავტომობილს ყიდულობს

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ₾3.5 მილიონად მართვის მოწმობის გამოცდის 50 ავტომობილს ყიდულობს

BM.GE

ქვრივიშვილმა "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

ქვრივიშვილმა "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

BM.GE

ნაცმოძრაობის ყოფილ ოფისში ელექტრომობილების შოუ-რუმის გახსნა სექტემბერში იგეგმება|ინვესტიცია $4 მლნ-მდეა

ნაცმოძრაობის ყოფილ ოფისში ელექტრომობილების შოუ-რუმის გახსნა სექტემბერში იგეგმება|ინვესტიცია $4 მლნ-მდეა

BM.GE