მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწია – რატომ ძვირდება ენერგორესურსები?
ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწია – რატომ ძვირდება ენერგორესურსები?

ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწია – რატომ ძვირდება ენერგორესურსები?

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 16:56|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასმა სეზონის პიკურ მაჩვენებელს, ბარელზე 100 დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ფასი ერთ თვეში 13%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ზრდა 63%-ს აჭარბებს. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის თითქმის 95 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 5%-იან და წლის განმავლობაში 65%-იან ზრდას წარმოადგენს.

ნავთობის პარალელურად, მკვეთრად არის გაძვირებული ბუნებრივი აირი, რომელიც მეგავატ/საათზე 75 ევროს აღწევს, რაც ერთ თვეში 24%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობისთვის, წელს გაზი თითქმის 165%-ით არის გაძვირებული.

დღეს ნავთობის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმასთან. როგორც ცნობილია, იემენელმა ჰუსიტებმა, ირანის ბრძანებით, საუდის არაბეთის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 73 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაშავდნენ.

ინვესტორები შიშობენ, რომ აღნიშნული ინციდენტი გეოპოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს და საუდის არაბეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მოლოდინს სულ უფრო მეტად ნაკლებად სავარაუდოდ აქცევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE